ძვირფასო მშობლებო!

თუ თქვენს შვილს აქვს განვითარების პრობლემა, თუ გრძნობთ, რომ გჭირდებათ დახმარება, მაგრამ არ იცით, ვის მიმართოთ, მოგვწერეთ. ვეცდებით,  ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით მოგაწოდოთ ინფორმაცია, თუ ვის მიმართოთ ან გაგიწიოთ პირველადი კონსულტაცია და განგიმარტოთ, თუ რა სიმტომები ახასიათებს აუტისტური სპექტრის აშლილობას. გახსოვდეთ, დროული ჩარევა თქვენი შვილის მდგომარეობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. რუბრიკა „კითხვა-პასუხი“ სწორედ თქვენს შეკითხებს უპასუხებს. ველით თქვენს გამოხმაურებას. ჩვენი ელექტრონული ფოსტაა: myworldkids2013@gmail.com

- ჩემს შვილს ერთი სათამაშო მანქანა აქვს ამოჩემებული და სხვა სათამაშოებს არ ეკარება. როგორ მოვიქცეთ, რომ დავაინტერესოთ იგი სხვა აქტივობით? (მას აუტიზმის დიაგნოზი აქვს დასმული).

ლ.გ.

 -  აუტიზმის მქონე ბევრ ბავშვს ახასიათებს რაიმე სათამაშოთი ან ნივთის აკვიატება. კარგად განვითარებული აუტისტი ბავშვებისათვის ხშირად ეს შესაძლოა ტრანსპორტით გატაცება იყოს, თუმცა ეს ყველა აუტიზმის მქონე ბავშვს არ ეხება. აუტისტ ბავშვს შესაძლოა ძალიან მოსწონდეს სათამაშოების ერთ რიგში დალაგება, მოტრიალე სათამაშოს ყურება ან სათამაშოების დაშლა და კვლავ აწყობა.

 უნდა გახსოვდეთ, რომ აუტიზმის მქონე ბავშვებსაც ძალიან უნდათ სოციალური ურთიერთობები და თამაშში ჩართვა, მაგრამ ვერ იგებენ იმ აქტივობების აზრს, რითაც მისი თანატოლები არიან დაკავებულნი. ერთ-ერთი გზა დაახლოების წახალისებისათვის შესაძლებელია იყოს ვთხოვოთ დანარჩენ ბავშვებს, სცადონ და ითამაშონ ზუსტად ისე, როგორც მათი აუტიზმის მქონე თანატოლი თამაშობს. ხანდახან, მას შემდეგ, რაც ამგვარი კავშირი დამყარდება, აუტისტმა ბავშვმაც შეიძლება მოინდომოს იმის გაკეთება, რასაც მისი მეგობარი აკეთებს. თუმცა უფროსებს უნდა ახსოვდეთ, რომ შინაარსიანი სოციალური ურთიერთობების დამყარება ამ შემთხვევაში ადვილი და სწრადაფ მიღწევადი მიზანი ვერ იქნება. ზრდასრულები და აუტიზმის მქონე ბავშვის სხვა თანატოლები უნდა იყვნენ ძალიან თანამიმდევრულები და მათ შესაძლოა მრავალი სხვადასხვაგვარი სტრატეგიის გამოყენება მოუხდეთ, სანამ გარკვეული სოციალური ურთიერთობები ჩამოყალიბდება.

- რა არის ექოლალია?

რ.ლ.

- ექოლალია – სიტყვების უკონტროლო, ავტომატური გამეორებაა, რომლიც ბავშვს ხვათა საუბრის დროს ესმის. აუტისტი ბავშვი არ ახდენს წინადადებების ანალიზს, ის მხოლოდ ინახავს მათ მეხსრებეაში და მოგვიანებით ახდენს მათ რეპროდუქციას. ექოლალია ახასიათებს ბავშვსა და არა მხოლოდ ბავშვებს, სხვადასხვა ფსიქიკური დაავადებების მქონე ადამოინბს. თუმცა გვხვდება ნორმალური განვითარების ბავშვებშიც, როგორც მეტყველების დაწყების ადრეულ ეტაპე. განსხვავება ისაა, რომ ნეიროტიპიური ბავშვებისაგან განსხვავებით აუტისტი ბავშვის შემთხვევაში ექოლალია თვეები და წლების მანძილზე გრძელდება.

 -  როგორც ამბობენ, არსებობს დიეტა, რომელიც აუტიზმით დაავადებული ბავშვებს ენიშნებათ. გთხოვთ, გვიამბოთ ამ დიეტის შესხებ. რა საკვები უნდა მიეცეს ბავშვს და არის თუ არა ეფექტური ეს დიეტა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვისათვის?

ე.ლ.

 -  ეგრეთ წოდებული  Gluten-Free, Casein-Free (GFCF) დიეტა – ეს დიეტა გამოიყენება საჭმლის მომნელებელი სისტემის, ნაწლავური  და ქცევითი პრობლემების შესამცირებლად, რომელსაც ადგილი აქვს აუტიზმით დაავადებულ ბავშვებში . ბოლო კვლევები აჩვენებს, რომ არიან ბავშვები, რომლებსაც აქვთ გენეტიკური პრედისპოზიცია აშლილობისკენ, და რომელიც ამოქმედდება განუსაზღვრელი გარემო მოვლენის შედეგად. შეიძლება გამოიწვიოს  ,,მჟონავი ნაწლავის დაავადება’’ (leaky gut) (რაც ვლინდება ქრონიკულ აშლილობაში – მწყობრიდან გამოდის საჭმლის მომნელებელი სისტემა, ისე რომ ბავშვს არ შეუძლია სათანადოდ აითვისოს პროტეინები), თუ ეს ხდება, ხორბალი და რძის ნაწარმი გადამუშავდება, როგორც ნარკოტიკი.  სჯერათ რომ ხორბლის წებოგვარას (gluten) და რძის ცილის (casein)  ამოღებით საკვები რაციონიდან, ნაწლავური სისტემა დაიწყებს აღდგენას და ბავშვის საერთო მდგომარეობაც გაუმჯობესდება. რადგანაც დიეტა ითვლება ,,ალტერნატიულ’’ თერაპიად,ზოგიერთი სკოლის ადმინისტრატორი, სამედიცინო პერსონალი  და სხვები მას სკეპტიკურად უყურებენ. მაგრამ ზოგიერთ ბავშვს ხორბლის და რძის ამოღება ეხმარება თვით სტიმულირებული ქცევების.  ამიტომაც ზოგიერთი მშობელი მიმართავს ამ დიეტას.

უნდა აღინიშნოს, რომ დიეტა არ წარმოადგენს აუტიზმის მკურნალობის მეთოდს. თუმცა, ამ დიეტის დახმარებით ბავშვი უფრო კომფორტულად გრძნობს თავს და სწავლისდმი მეტად მიმღები ხდება (რომ არაფერი ვთქვათ ბაშვის საერთო ჯანმრთელობაზე, ყოფაქცევაზე და ნეგატიური ქცევების შესაძლო შემცირებაზე დიეტის დადებით გავლენაზე.)

- რა საკვები შეიძლება მივცეთ ბავშვს დიეტის ფარგლებში?

- ბავშვს  შეიძლება მივცეთ სხვადასხვა სახის ხორცი, ქათამი, კვერცხი, (თუმცა ზოგი ალერგიულია ქათმის კვერცხზე), ხილი, ბოსტნეული, ყველაფერი, რაც არ შეიცავს ხორბლის წებოგავრას (გლუტენს)   და რძის ცილას. ორივე ცილა მოლეკულური სტუქტურით მსგავსია. კვლევებმა აჩვენა, რომ აუტისტ ბავშვების  დიდ ნაწილს რომლებიც ამ დიეტას იცავენ, მნიშვნელოვნ პროგრესს განიცდიან.  თუმცა შეიძლება ზოგიერთ ბავშვს ჰქონდეს  დამატებით მგრძნობელობა ისეთი საკვებისადმი როგორიცაა, მაგალითად სოიო, სიმინდი, ბრინჯი, კარტოფილი, მიწისთხილი, ლობიო და ა.შ.  ამიტომ მშებლებმა უნდა ამოიღონ მსგავსი საკვები რაციონიდან. გარდა ამისა, გლუტენს შიცავს შვრია, ქერი, ჭვავი.

გლუტენი არის ასევე სათამაშოებში, წებოვან სტიკერებსა და მარკებზე. ბევრი ჰიგიენური პროდუქტი შეიცავს გლუტენს. არ უნდა დაუშვათ, რომ ნივთიერება გადაყლაპოს ბავშვმა, რომელიც გლუტენის მიმართ სენსიტიურია. რძის ცილას ანუ კასეინს შეიცავს ნებისმიერი რძის ნაწარმი, იგი გამოიყენება ასევე თევზისა და ხორცის კონსერვებში.

  ბავშვები, რომლებიც ამ დიეტაზე არიან, გლუტენის, რძის ან სოიოს პროტეინის ძალიან მცირე შემცველობაზეც კი რეაქცია ჰქონდეთ. მცირედმა ნამცეცმაც შეიძლება გამოიწვიოს ერთ კვირიანი აშლილობა. საჭმლის მომნელებელის სისტემის მწყობრიდან გამოსვლა, აგრესიული და ნგრევა-მტვრებისკენ მიამრთული ქცევები, უეცარი გაცხარებები, თვითდამაზიანებელი ქცევები.

- რომელი ორგანიზაციები ახორციელებენ აუტიზმით დაავადებული ბავშვების  რეაბილიტაციას? ვის მივამართო?

- გთავაზობთ თბილისში მოქმედი დაწესებულებების ჩამონათვალს და ინფორმაციას ამ ორგანიზაციების შესახებ:

ბავშვთა ადრეული განვითარების ცენტრი

(საქართველოს პორტიჯის ასოციაცია)

ადრეული განვითარების პროგრამა, ინკლუზიური სკოლამდელი განათლების ხელშეწყობა

ორგანიზაციის შესახებ: პორტიჯის ადრეული განვითარების პროგრამის მიზანია დაეხმაროს განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებს სოციალურ ინტეგრაციაში და სკოლამდელი პერიოდიდან დაწყებული განათლების უფლების სრულად განხორციელებაში. პორტიჯი არის ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი შტატის – ვისკონსინის პატარა ქალაქი, სადაც პირველად აღმოცენდა შინ სწავლების სქემა 1969 წელს. პორტიჯი (Portage) ნიშნავს წყლის ტვირთის ან წყლის სატრანსპორტო საშუალებების გადაზიდვას, ხმელეთის ტერიტორიაზე, ისევ წყლის ტერიტორიაში მოსახვედრად ან მდინარის დაბრკოლებებზე. ამა თუ იმ ტვირთით გავლილ გზასაც პორტიჯს უწოდებენ..აქედან წარმოიშვა ორგანიზაცია პორტიჯის კონცეფციაც: ის არის ხიდი, საშულება, რომლითაც ხორციელდება ცოდნის და უნარების გადაცემა პროფესიონალებიდან (მომუშავე სპეციალისტებიდან) პარა-პროფესიონალებზე და სხვებზე (მშობლებზე, მზრუნველებზე და ა.შ.), რომლებიც მუშაობენ, ან რომლებსაც ურთიერთობა აქვთ სკომალდელი ასაკის სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებთან. დღესდღეობით, სიტყვა პორტიჯი გამოიყენება როგორც ცნება, როგორც საგანმანათლებლო კონსტრუქტი და როგორც საგანმანათლებლო მომსახურების ტიპი. პორტიჯის საგანმანათლებლო მომსახურების კლასიკური მოდელი შემუშავდა დევიდ და მარშა შირერების მიერ 1972 წელს.

საქართველოს პორტიჯის ასოციაცია მუშაობს 0-7 წლამდე ასაკის ბავშვებთან და მათ ოჯახებთან, რომლებიც გარკვეული მიზეზების გამო, უფრო ნელა ვითარდებიან ვიდრე მათი ასაკის მქონე სხვა ბავშვები. პორტიჯის ადრეული განვითარების პედაგოგი ოჯახში რეგულარული ვიზიტებისას, ოჯახის წევრებთან ერთად, ახორციელებს პროგრამას, რომელიც ბავშვის საჭიროებებიდან გამომდინარე, ინდივიდუალურად დგინდება და ბავშვს ახალი უნარებისა და ჩვევების დაუფლებაში ეხმარება.  თამაშით ბავშვი იმას აკეთებს, რისი გაკეთებაც მოსწონს, ივითარებს იმ ჩვევებს, რაც უკვე აქვს და სწავლობს ახლებს. პორტიჯი ბავშვის შესაძლებლობებს ეყრდნობა და შემდეგ საფეხურებს ამ შესაძლებლობებზე აგებს. მშობლები სრულად არიან ჩართულნი ბავშვებთან მუშაობის პროცესში.

მისამართი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ილია ჭავჭავაძის გამზ. 32, თბილისი 0179
კორპუსი C, აუდიტორიები C 103, C 112, C 103ა და C 112ა.

ხელმძღვანელი: ნინო ცინცაძე

www.portage.ge

https://www.facebook.com/georgianportage

 აუტიზმის ცენტრი

ილიას უნივერსიტეტის აუტიზმის ცენტრი შეიქმნა ილიას უნივერსიტეტის ბაზაზე “საქართველოს აუტიზმის ასოციაციის” მიერ. “საქართველოს აუტიზმის ასოციაცია” წარმოადგენს არასამეწარმეო იურიდიულ პირს, რომლის დამფუძნებლები არიან მშობლები, ფსიქოლოგები და ექიმები.

აუტიზმის ცენტრი მიზნად ისახავს:

  1. 3–დან 6 წლამდე აუტისტური სპექტრის მოშლილობის მქონე ბავშვთა ფსიქო–სოციოლოგიურ აბილიტაციას მათი ABA მეთოდით ფსიქოლოგიური ტრენინგების მეშვეობით (პირველ ეტაპზე ცენტრში ბავშვთა რაოდენობა არ აღემატება 9–ს).
  2. უზრუნველყოფს ილიას უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის ABA მეთოდის სწავლებას და ქმნის ბაზას მათი სასწავლო პრაქტიკისათვის.

აუტიზმის ცენტრში ბავშვების ინდივიდუალური სწავლების ხანგრძლივობა კვირაში 25 საათია, რაც წარმოადგენს მინიმალურ, აუცილებელ ხანგრძლივობას ასეთი ბავშვების წარმატებული რეაბილიტაციისათვის.

  • აუტიზმის ცენტრის დირექტორი: – სოფიო კერესელიძე
  • სასწავლო და აკადემიური ნაწილის ხელმძღვანელი: – პროფესორი ქეთევან მაყაშვილი
  • სუპერვიზორთა კოორდინატორი: – პროფესორი ნატო მეფარიშვილი
  • სუპერვიზორები:    მაგისტრანტი – ია იაშვილი
  • მაგისტრანტი – ნინო ცინცაძე
  • მაგისტრანტი – ელენე სამუშია

ცენტრში დაკავებულია 25 სტუდენტი როგორც ილიას, ისე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტებიდან. აუტიზმის ცენტრი განლაგებულია ილიას უნივერსიტეტის C კოპუსის პირველ სართულზე.

ოთახი №114.

ცენტრის ტელეფონი: 23 23 98.

 

 პირველი ნაბიჯი საქართველო

„პირველი ნაბიჯი საქართველოს“ ადრეული ჩარევის პროგრამის მიზანია განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვების იდენტიფიკაცია ადრეული ასაკიდან და მათი მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის ზრუნვის დაწყება. საერთაშორისო კვლევებმა უჩვენა, რომ ადრეულ ასაკში პრობლემებზე რეაგირებამ შეიძლება გააიოლოს და გაზარდოს ბავშვის დამოუკიდებლობის უნარი, ბავშვი უკეთ მომზადდეს სკოლამდელი ან სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის და ხელი შეეწყოს მათ საერთო სოციალურ ინტეგრაციას.

ადრეული ჩარევის პროგრამა „პირველმა ნაბიჯმა“ დაიწყო თბილისში, 2011 წლის მაისში, ხოლო ქუთაისში და ბათუმში – 2012 წელს.

ადრეული ჩარევის პროგრამის სამიზნეს წარმოადგენენ ბავშვები დაბადებიდან 6 წლის ასაკამდე, რომელთაც აქვთ განვითარების გარკვეული შეზღუდული შესაძლებლობები. პროგრამა ითვალისწინებს ბავშვის და ოჯახის კონკრეტულ საჭიროებებსა და რესურსებს. მომსახურების მიწოდება ხდება ინდივიდუალურ გეგმებზე დაფუძნებით. ადრეული ჩარევის გუნდი მუშაობს სამშობიარო სახლებსა და სოციალური მომსახურების ორგანიზაციებში იმისთვის, რომ მოხდეს ისეთი ბავშვებისა და ოჯახების იდენტიფიცირება, რომლებმაც ამ პროგრამით შეიძლება ისარგებლონ.

ადრეული ჩარევა ასევე ეფუძნება მულტიდისციპლინურ მიდგომას. რაც ითვალისწინებს სხვადასხვა დარგის სპეციალისტის, პედიატრის, ფსიქოლოგის, სოციალური მუშაკის, მეტყველების თერაპევტის, ოკუპაციური და ოჯახის მასწავლებელის მიერ ბავშვის ინდივიდუალური საჭიროებების შეფასებას და ინდივიდუალური გეგმის შედგენას გუნდური პრონციპით.მომსახურებას. „პირველი ნაბიჯი“ რეგულარულად უწევს მონიტორინგს და აფასებს თითოეული ბავშვის მიღწევებს და განსაზღვრავს გეგმის ახალ ამოცანებს.

ადრეული ჩარევის პროგრამა თანამშრომლობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინურ გუნდთან, რომელიც განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებშიჩასართავად შეიქმნა.

ადრეული ჩარევის პროგრამა ასევე ატარებს ტრენინგებს და სასწავლო სემინარებს მშობლებისათვის, რათა გაუღვივოს მათ რწმენა, რომ მათ განსაკუთრებული როლი შეუძლიათ შეასრულონ საკუთარი ბავშვების განვითარებაში. ასეთ ბავშვებთან და მათ ოჯახებთან დროული მისვლით, შეგვიძლია ვუზრუნველვყოთ ოჯახების ემოციური და პრაქტიკული მხარდაჭერა მაშინ, როდესაც ისინი პირველად გააცნობიერებენ, რომ განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვი ჰყავთ. ძალიან მნიშველოვანია, თუ ოჯახები იგრძნობენ რამდენად გაძლიერდნენ, კარგად არიან ინფორმირებულები და ის რომ ჩვენ მათ გვერდით ვართ.

მისამართი: ლიუბლიანას ქ#21ბ
თბილისი, 0159, საქართველო
ტელეფონი: (+995) 32 2 603 604
ელ–ფოსტა: fsg@firststepgeorgia.org

  

ბავშვთა ნევროლოგიისა და ნეირორეაბილიტაციის  სამკურნალო-საგანმანათლებლო ცენტრი

ცერებრული დამბლის და მოტორიკის დარღვევების მქონე ბავშვების რეაბილიტაცია, ფსიქოლოგიური კონსულტაცია და კორექცია; ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტივობის მქონე ბავშვთა ფსიქოლოგიური კონსულტაცია.

მისამართი: ლიუბლიანის ქ. 2/6, ბავშვთა მე-2 საავადმყოფო

ტელ:2 52-78-89

მწვანე სახლი ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრია მცირეწლოვანი ბავშვებისთვის და მათი მშობლებისთვის.

“მწვანე სახლი იმიტომ შეიქმნა, რომ ბავშვებმა დაბადებიდანვე შეძლონ საზოგადოებასთან ურთიერთობა, ხოლო მშობლები ადვილად გაუმკლავდნენ შვილებთან დაკავშირებულ ყოველდღიურ სიძნელეებს. ის არც საბავშვო ბაღია, არც საბავშვო ოთახი და არც სამკურნალო ცენტრი. იგი დედებს, მამებს, ბებიებს, ბაბუებს, მომვლელებს მასპინძლობს, სადაც მათი პატარები  მეგობრებს შეიძენენ.” -   წერდა ფრანსუაზ დოლტო, ფრანგი პედიატრი, ფსიქიატრი და ფსიქოანალიტიკოსი, რომელმაც პირველი მწვანე სახლი 1979 წელს გახსნა პარიზში.  თბილისის მწვანე სახლიც ფრანგული მოდელით და ქართული რეალობის გათვალისწინებითაა შექმნილი. მწვანე სახლში   ბავშვებს   ხვდებათ თავისუფალი გარემო, სადაც პატარებს შეუძლიათ თავისუფლად ითამაშონ, (მხოლოდ რამდენიმე წესის დაცვით), ხოლო უფროსები გახსნილად საუბრობენ საკუთარ გრძნობებზე და ბავშვის პრობლემებზე.  აქ ერთდროულად 10-12 ბავშვის მიღება და საჭირო ფსიქოლოგიური დახმარების გაწევაა  შესაძლებელი. ფრანგული მწვანე სახლისგან განსხვავებით თბილისის მწვანე სახლი იღებს ყველა პატარას: პრაქტიკულად ჯანმრთელებს, მცირე ხასიათობრივი პრობლემებით, (სიჯიუტე, ცელქობა, ჭირვეულობა და ა.შ.), და  სერიოზული ფსიქიკური პრობლემების მქონეებს (აუტისტური სპექტრი, განვითარების შეფერხება, ფსიქოზი, აკვიატებული ნევროზი, დეპრესია და ა.შ.).
ბავშვი თავისი ბუნებრივი ქცევით,  თამაშით, მიმიკით, მანერებით, “სხეულის ენით” საკუთარ ხასიათს, შფოთს, შიშს თუ სხვა პრობლემას გამოხატავს. ჩვენ, ფსიქოლოგები, თითოეულ მათგანს ვუსმენთ, თითოეულის ქცევის  შინაგან მიზეზს ხმამაღლა, მშობლის და ბავშვის გასაგონად ვხსნით. სხეულის ენის გაგებამ და სიტყვით გადმოცემამ შეიძლება სრულიად შეცვალოს ბავშვი  იმ შემთხვევაშიც კი, როცა საქმე უკვე ღრმა ფსიქიკურ დაავადებასთან გვაქვს. ეს არის თერაპიული მიდგომა, რომელიც ყველასთვის შედეგიანია და ბავშვის და დედის ემოციურ მდგომარეობას, ურთიერთდამოკიდებულებას და სოციალურ უნარებს აუმჯობესებს. სერიოზული პრობლემის შემთხვევაში კი ბავშვს და დედას დამატებით ინდივიდუალური საათები ენიშნებათ.  მწვანე სახლის შედეგები თვალსაჩინოა ბავშვის მძიმე ფსიქიკური პრობლემის შემთხვევაშიც კი (იხ. სტატია “ერთი შემთხვევა მწვანე სახლის ისტორიიდან” ).   მწვანე სახლი მუშაობს ყოველდღე, კვირის გარდა. სამშაბათი, ხუთშაბათი და შაბათი ბავშვებისა და მშობლების ჯგუფური მიღების დღეა, ხოლო ორშაბათი, ოთხშაბათი და პარასკევი ინდივიდუალური მიღებისთვისაა განკუთვნილი.

 მისამართი:

თბილისი, ნ.რამიშვილის ქ. #37 ა.
(ყოფილი .ჭავჭავაძის 1 ჩიხი)
(
ბავშვთა ქალაქ ”მზიურის“ ტერიტორია, 
ჩოგბურთის კორტებთან)
ტელეფონი:
14 44 81
მობ.:
899 64 90 67
ელფოსტა:
info@mtsvanesakhli.com