სავარჯიშოები და თამაშები, რომელსაც წარმოგიდგენთ, ავითარებს ბავშვის შემეცნებით უნარებს: ყურადღებას მეხსიერებას, აზროვნებას, მოტორულ-უნარებს, მეტყველებას ფანტაზიას, ასევე სოციალურ კომუნიკაციურ უნარ-ჩვევებს. მის მიერ ათვისებული ახალი აქტივობა კარგად მოქმედებს თვითშეფასების განვითარებაზე. ჯგუფური თამაშები ავითარებს საკუთარი ქცევის მართვას, ემოციების სწორად გამოხატვას და კონტროლს. მთავარია ბავშვებისათვის თამაშები იყოს სასურველი და საინტერესო.  ამისათვის უნდა  შევუქმნათ კეთილგანწყობილი გარემო, ინსტრუქციები მივცეთ, მისთვის გასაგები ფორმით. თუ საჭიროდ ჩავთვლით ჯერ ჩვენ მოვახდინოთ მოქმედების დემონსტრირება, საჭიროების შემთხვევეში მივეხმაროთ ფიზიკურად სავარჯიშოს შესრულებაში და რაც მთავარია აუცილებლად შევუქოთ ყოველი სწორად შესრულებული (თუნდაც მარტივი) აქტივობა, მაგ: ყოჩაღ! შენ კარგად გააფერადე ყვავილი. როცა რამე არ გამოუვა დაამშვიდეთ, იმედი მიეცით, რომ შემდეგში აუცილებლად გამოუვა და დაეხმარეთ გამოსწორებაში.

   სავარჯიშოები უნდა შესრულდეს მარტივიდან რთულისაკენ  თანმიმდევრობით. ყოველი ბავშვისათვის  შეირჩევა თამაშები ინდივიდუალურად სავარჯიშოები ბავშვისათვის არც ძალიან მარტივი უნდა იყოს და  არც ძალიან რთული. მარტივისადმი ინტერესს დაკარგავს და ეს მისი უნარების განვითარებას ხელს არ შეუწყობს. რთული დავალება  კი თავის შესაძლებლობაში დააეჭვებს  და თვითშეფასებაზე უარყოფითათ იმოქმედებს.ამიტომ სავარჯიშო ისე უნდა შევურჩიოთ, რომ მასში იყოს ბავშვისათვის ისეთი სიახლე, რომელსაც იგი დაძლევს ჩვენი დახმარებით.

   აქ წარმოდგენილი სავარჯიშოები ბავშვის ინდივიდუალური შესაძლებლობებიდან გამომდინარე შეიძლება გაართულოთ (ან გაამარტივოთ) როცა დარწმუნდებით, რომ  ბავშვი კარგად ართმევს თავს თამაშებს რამოდენიმეჯერ გამეორებისას, მხოლოდ  შემდეგ გადახვალთ უფრო რთულ ვარიანტზე.

   სასურველია, თუ ბავშვს ყოველდღიურად დაუთმობთ სულ მცირე 15-20 წთ-ს. (შეიძლება დღის განმავლობაში რამოდენიმეჯერ ითამაშოთ მასთან ერთად).

 

natifi copy

წვრილი მოტორიკის განვითარების სავარჯიშოები

პლასტმასის ბოთლებში ჩაყარეთ მსხვილი ბისერები (ლობიოს კაკლები) ბავშვის თანდასწრებით, შემდეგ გადმოყარეთ და სთხოვეთ იგივე გააკეთოს თვითონ. როგორც მარჯვენა ისე მარცხენა ხელით, ასევე ორივე ხელით.     თამაშის დროს ყურადღება მიაქციეთ როცა მცირე ზომის საგნებით სარგებლობს, რომ არ გადაყლაპოს ისინი. არ უნდა მისცეთ ძალიან მცირე ზომის ნივთები.

ვრცლად >>

 

msxvili mot copy

  მსხვილი მოტორიკა

იატაკზე გაავლეთ მსხვილი სწორი  (შემდგომში კლაკნილი) ხაზი ცარცით.  აჩვენეთ  როგორ გაივლით ამ ხაზზე. იგივე გაიმეოროს თვითონ.

 

 

ვრცლად >>

taktiluri copy ტაქტილური შეგრძნებების განვითარებისათვის

 მიეცით ბავშვებს სამი საგანი შესწავლისათვის დაიკავოს ხელში. დაათვლიეროს (კოვზი,პინკ-პონკისბურთი  ბრტყელი ხის ან მუყაოს სამკუთხედი). შემდეგ ამ ნივთებს დებთ მაგიდაზე დაიძლევი ინსტრუქციას: მე შენ  ახლა მოგცემ მაგიდის ქვემოდან აქ ნანახნივთებს შენ ხელით უნდა იცნო ისინი და დამისახელო -არ უნდა შეხედოს ნივთს.

ვრცლად >>

 kuradgeba copyსავარჯიშოები მეხსიერების და ყურადღების განვითარებისათვის

ბავშვს ვაჩვენებთ რაიმე ნივთს, (ჯაგრისი). შემდეგ დავმალავთ მას. მას წინ დავუდებთ პატარა ყუთს რომელშიც 3-4 ნივთი,მათ შორის ჯაგრისიც. ვთხოვთ იპოვოს მათ შორის ადრე ნანახი ნივთი იგივე შეიზლება გაკეთდეს სურათებითაც.შემდგომში გავზრდით მოსაძებნი ნივთების რაოდენობას.

ვრცლად >>

 

jgufuri copy

 ჯგუფური თამაშები

ჯგუფური თამაშები ავითარებს შემეცნებით უნარებს მაგ: ყურადღებას, სისწრაფეს, მეტყველებას, აზროვნებას მაგრამ რაც მეტად მნიშვნელოვანია, ის  ავითარებს სოციალურ უნარ–ჩვევებს: ბავშვი ელოდება თავის ჯერს; სწავლობს თანამშროლმლობას, როგორც თავისი ისე სხვისი უფლებების და  მოვალეობების დაცვას და დაფასებას, დახმარების მიცემას და მიღებას, ემოციების მართვას, კომუნიკაციის სოციალურად მიღებული ფორმებით სარგებლობას. 

ვრცლად >>

 

pecebi copyსურათების გაცვლით კომუნიკაციის სისტემა (PECS)

სურათების გაცვლით კომუნიკაციის სისტემა (PECS)  არის კარგი საშუალება იმ ბავშვებთან სიტყვების გარეშე კომუნიკაციისთვის, რომლებიც არ ლაპარაკობენ, არ აქვს მნიშვნელობა აუტიზმით იქნებიან დაავადებულები თუ არა. პექსის გამოყენება მრავალფეროვანია-სურათებით დაწყება-ეს ბავშვს საშუალებას აძლევს გააკეთოს არჩევანი, გამოხატოს თავისი საჭიროებები.  როდესაც ბავშვს შეუძლია კომუნიკაცია და თავისი სურვილების გამოხატვა ქცევები მინიმალიზდება და ბავშვი ბედნიერი ხდება.

ვრცლად >>