3 წლის ასაკის კრიზისი 

 3-4 წლის ასაკის ბავშვებთან აქტიურად ხდება შემეცნებითი უნარების განვითარება. ბავშვი პირველად აღმოაჩენს, რომ ისიც ისეთივე ადამიანია, როგორც ყველა სხვა დანარჩენი – როგორც მისი მშობლები. ამის დამადასტურებელია  მის მეტყველებაში „მე“ ნაცვალსახელის გამოჩენა ნაცვლად „თეოს უნდა“ ან „გიოს ფუფუა აქვს“ ფრაზებისა. გარდა ამისა ახალი აღმოჩენა აისახება მცდელობებში, ყველაფერში მიბაძოს მშობლებს-დიდებს.

ვრცლად >>

თქვენი პატარა 5 წლის გახდა

  ბავშვს უკვე შეუძლია და სურვილი აქვს, აკონტროლოს თავისი ქცევები, რასაც ყოველდღიურად სულ უფრო ადვილად და უკეთ აღწევს. თამაშის მოტივაციას ენაცვლება შემეცნების სურვილი. ახლა მას არა მხოლოდ „აპეკუნი“ – დამცველი სჭირდება, არამედ დამხმარე, რომელსაც შეუძლია მისცეს ის, რისი მოთხოვნილებაც ამ ეტაპზე აქვს. ეს მოთხოვნილება კი ახლა ცოდნაა. ბავშვს საყვარელი თამაშები და სათამაშოები აღარ აკმაყოფილებს, მისთვის უკვე მნიშვნელოვანია დაინახოს თავისი მოქმედების სასარგებლო შედეგი: მიიღოს ცოდნა, განავითაროს უნარები, დაკავდეს აზრიანი საქმიანობით.

ვრცლად >>