აუტისტური სპექტრის დარღვევისათვის   ნიშანდობლივია კომუნიკაციური და სოციალური პრობლემები . ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებულ მეთოდს  სოციალური ინტერქციისათვის  წარმოადგენს თანატოლებთან ერთობლივი თამაშების სიტუაციების შექმნა.  იმისათვის ,რომ ეს თამაშები წარმატებული იყოს და სწორედ ის უნარები იქნას დასწავლილი ,  რაც ბავშვისთვის  დეფიციტურია, ამისთვის საჭიროა  დავეყრდნოთ  ამ ეტაპზე არსებულ უნარებს და  მუშაობისას ნელ –ნელა  შემოვიტანოთ სიტუაციები ახალი უნარების სწავლებისათვის.

      პირველი შეხვედრები თანატოლებთან უნდა იყოს მოკლე ხანგრძლივობის ( მაქსიმუმ 30 წუთი, თუმცა ეს დამოკიდებულია კონკრეტულ ბავშვზე მის არსებულ გამოცდილებაზე და ინდივიდუალურად  უნდა გადაწყდეს.  ამავდროულად ეს შეხვედრა უნდა იყოს მიზანმიმართული  იმაზე ,რომ შეიქმნას მისთვის სასიამოვნო სიტუაცია . აქედან გამომდინარე პირველადი შეხვედრები უნდა იყოს გათვლილი არა  ახალი უნარების დასწავლაზე , არამედ მისთვის განსაკუთრებით სასიამოვნო და საინტერესო აქტივობაზე, მაგალითად :ერთად მიირთვან კანფეტები, ითამაშონ წყლით,– მთავარია პირველი შეხვედრები მას უქმნიდეს ემოციურად უსაფრთხო და სასიამოვნო გარემოს.

    პირველი შეხვედრებისას დაკვირვების საგანი ასევე უნდა  გახდეს ის, თუ რის დეფეციტს განიცდის ბავშვი თანატოლებთან შედარებით, მაგ: არ აქვს თვალით კონტაქტი,  არ იცავს წესებს თამაშისას,  თუ პასიურად ზის კუთხეში, ასეთი შეიძლება ბევრი აღმოჩნდეს. სასურველია გამოიყოს ერთი ან ორი უნარი,რის დასწავლაზეც გავაკეთებთ ორიენტაციას და შემდგომი შეხვედრისათვის მოვემზადებით. შემდგომი სიტუაციისათვის აქტივობები უკვე უნდა დაიგეგმოს  იმ ახალი  უნარის გასავითარებლად , რომელსაც ავიღებთ მიზნად.

   ერთობლივი თამაშებისათვის ,რომელიც სოციალური უნარების განვითარებაზე იქნება მიმართული, მიზანშეწონილია შემდეგი სიტუაციები
  უნარების  დასწავლისათვის :

  •  ბურთების, საჰაერო ბუშტების და ქაღალდის თვითმფრინავების გადასროლა ერთმანეთისათვის;
  • სამაგიდო თამაშები;
  • დაჭერობანა;
  • ფაზლების ერთობლივად აწყობა;
  • პულტიანი მანქანებით  ერთობლივი თამაში;

 ერთობლივი შეთანხმებული მოქმედებებისათვის :

  • საჭმლის ერთობლივად მომზადება;
  • მოდელების  აგება;

შემოქმედება

  •  პლასტელინი;
  • კოლაჟები;
  • კონსტუქციები;

 საბავშვო მოედნებზე:

  • საქანელაზე ერთდროულად ქანაობა;
  • სასრიალო მთებზე მორიგეობით სრიალი;
  • სასრიალო მთებზე ბურთის დაგორება;
  • სილაში ერთობლივი თამაში;

 მოძრავი თამაშები:

  • დაჭერობანა;
  •  დამალობანა;
  • მუსიკალური სკამები;

 თამაშები ,რომლებიც საგნების დახმარებით ავითარებს  წამოსახვას

  • პიკნიკი;
  • ექიმი და ავადმყოფი;
  • მაღაზიობანა;
  • ნიღბების საშუალებით სხვა და სხვა გმირების წარმოსახვა;
  • მძღოლობანა და სხვა;

     სოციალური ინტეგრაციისათვის აუცილებელ კომპონენტს წარმოადგენს ბავშვის ასაკისათვის შესატყვისი თამაშების შერჩევა. მაშინაც კი ,როცა ბავშვის მენტალური განვითარების დონე შეესაბამება 2–3 წელს ,ხოლო რეალურად ბავშვი 8–9 წლის ასაკისაა, სულაც არ არის აუცილებელი ,რომ ავაწყობინოთ მარტივი  პირამიდები ან თოჯინით ვათამაშოთ.  თამაშის დონის ადაპტაციისათვის სასურველია გამოყენებული იქნას ის სათამაშოები და მასალები, რომლებიც მიღებულია მათ თანატოლებში. მაგ, პირამიდის  მაგიერ ავაწყობინოთ კონსტრუქტორი ( მარტივი ვარიანტებით  დავიწყოთ და გავართულოთ) ასევე გასათვალისწინებელია ბავშვის სქესი– შევთავაზოთ მისი სქესიისათვის შესაბამისი თამაშები.

   სხვა და სხვა თამაშების და მოქმედებების საფუძველზე ,რომლებიც შეიძლება გამოყენებული იქნას როგორც სახლში ,ასევე სათამაშო მოედანზე, უნდა მოვამზადოთ და დავგეგმოთ თანატოლებთან თამაშის დეტალები.  მთავარია, რომ იყოს მრავაფეროვანი და სოციალური ინტერაქციის დრო თანდათანობით გაიზარდოს.

    მიუხედავად იმისა, რომ დასაწყისში აუტისტი ბავშვი შეიძლება განიცდიდეს სირთულეებს  ან  არ ერთვებოდეს ურთიერთობებში , ინტენსიური  და ზუსტად სტრუქტუირებული მუშაობა აუცილებლად გამოიღებს თავის შედეგებს. მთავარია ,რომ ამ აქტივობებისას სწორად იქნას გამოყენებული ქცევის მართვის ტექნიკები: თავდაპირველად მოვეხმაროთ ბავშვს ფიზიკურად შეასრულოს მოქმედებები, შემდგომში უკვე გამოვიყენოთ მინიშნებები, განვუმტკიცოთ მის მიერ სწორად შესრულებული აქტივობა ( დავასაჩუქროთ  ,შევაქოთ)  მოვახდინოთ ათვისებული უნარის გადატანა სხვადასხვა გარემოში.