ptichkaრა არის მეტყველების დარღვევა?

ბავშვობის ასაკში მეტყველების მრავალფეროვანი დარღვევები გვხვდება, რომელთაც განსხვავებული ბუნება და მიზეზები აქვთ. ყველა შემთხვევაში დარღვეულია ბავშვის გარემოსთან ენის საშუალებით კომუნიკაცია.

გამოყოფენ მეტყველების დარღვევების შემდეგ  კატეგორიებს:

ვრცლად >>

ptichkaმეტყველების დეფიციტი შეიძლება ვლინდებოდეს:

ექსპრესიულ მეტყველებაში; რეცეპტულ და ექსპრესიულ მეტყველებაში ერთად; შესაძლოა დაირღვეს ენის ერთი ან რამოდენიმე ასპექტი;

ვრცლად >>

ptichkaმეტყველების განვითარების  დარღვევის დიაგნოსტიკური კრიტერიუმები

მეტყველების განვითარების სპეციფიურ დარღვევას ადგილი აქვს, თუ აღინიშნება: მეტყველების დარღვევა,ნორმალური სმენა, ნორმალური არავერბალური ინტელექტი. არ აღინიშნება: გამოხატული ნევროლოგიური ნიშნები, დაავადებები, რომლებიც ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებას იწვევენ;

ვრცლად >>

ptichkaრეცეპტული მეტყველების დარღვევა

მიმართული მეტყველების გაგების უნარი ჩამორჩება ბავშვის გონებრივ ასაკს. თითქმის ყველა შემთხვევაში ექსპრესიული მეტყველებაც დარღვეულია. ხშირად აღინიშნება სიტყვებისა და ბგერების წარმოთქმის დეფექტები.

ვრცლად >>

ptichkaექსპრესიულ მეტყველების დარღვევა

ნორმალური განვითარება: ბავშვი 12-16 თვის ასაკში ამბობს ცალკეულ სიტყვებს (ან მათ მსგავს მეტყველებით წარმონაქმნებს). 2 წლის ასაკში შეუძლია ორი სიტყვისაგან მარტივი წინადადების შედგენა.   ექსპრესიული მეტყველების დარღვევა განვითარების სპეციფიკური დარვევაა, რომლის დროსაც ბავშვის მიერ ექსპრესიული მეტყველების გამოყენების უნარი მის გონებრივ ასაკთან შედარებით დაბალია.

ვრცლად >>

ptichkaრეკომენდაციები  მეტყველების განვითარების დარღვევის დროს:

მეტყველების განვითარების მასტიმულირებელი გარემოს შექმნა თვალსაჩინო მასალის გამოყენებით საგანი, ნახატი, სიტყვა, წინადადება. სწორი მეტყველების მოდელი – ბავშვი შეცდომით ამბობს – არ ვუსწორებთ, ვიმეორებთ სწორი ფორმით.

ვრცლად >>

ptichkaუფროსის სტრატეგიები ბავშვის მეტყველებასთან მიმართებაში:

თვით-საუბარი: როდესაც რაიმეს აკეთებთ და ბავშვიც იქვეა, თქვენ ახმოვანებთ თქვენს მოქმედებებს. მაგ. შლით სუფრას და თან ამბობთ: ”თეფშები დავდე, წინ ჭიქა დავუდე, გვერდით ჩანგლები დავაწყე”. ან ”მომეცი თეფში, ქვაბიდან სუპი უნდა გადმოვასხა, ქვაბს თავზე უნდა დავახურო და ა.შ.”. მთავარი ამოცანაა მოქმედებების შესაბამისი სწორი წინადადებების მოდელირება მხოლობითი-მრავლობითი, მიცემით-ნათესაობითი ბრუნვებით, სივრცითი მიმართების აღმნიშვნელი სიტყვებით _ ზე, ში, წინ, უკან, ზემოთ,ქვემოთ.

ვრცლად >>

ptichkaთუ თქვენი ბავშვი პირველი სიტყვების გაგების და გამოყენების საფეხურზეა.

ბავშვს მიაწოდეთ ინფორმაცია არა მხოლოდ იმის შესახებ რაც ახლა ხდება, არამედ ნაცნობი საგნების, მოვლენების შესახებაც, რაც ახლო მომავალში მოხდება. მაგალითად, როდესაც ბავშვს ბანაობამდე ტანსაცმელს ხდით, უთხარით: „შენ ახლა იბანავებ“.

ვრცლად >>

ptichkaბილინგვურ ოჯახში გაზრდილ ბავშვებთან ლაპარაკისას:

 ერთი პიროვნება სასურველია, რომ ელაპარაკოს ერთსა და იმავე ენაზე. ერთი კონკრეტული პიროვნება ერთ ადგილას ესაუბროს ერთ ენაზე, სხვა ადგილას კი სხვა ენაზე. განავრცეთ თქვენი ბავშვის მიერ ნათქვამი მესიჯი.

ვრცლად >>

ptichkaორალური მოტორიკის განვითარების იდეები

ორალური მოტორიკის ვარჯიშები მნიშვნელოვანია კუნთების გასაძლიერებლად, რათა საუბარი იყოს შესაძლებელი. იმ ბავშვებისთვისაც კი, რომლებიც უკვე საუბრობენ, ქვევით მოყვანილი იდეები შეიძლება გამოვიყენოთ მეტყველების გასაუმჯობესებლად.

ვრცლად >>