tanamosaubre

 

თავაზიანი თანამოსაუბრე

 

  • როდესაც ორი ან მეტი ადამიანი საუბრობს, ეცადე, რომ სხვასაც აცადო ლაპარაკი. გახსოვდეს, რომ სხვასაც აქვს თავისი აზრის გამოხატვის სურვილი და ნუ ისარგებლებ მისი მოთმინებით – მხოლოდ შენ გისმინოს.
  • იყავი ყურადღებიანი თანამოსაუბრის მიმართ. თუ შენიშნავ, რომ მას ეჩქარება, ნუ გააგრძელებ საუბარს და დროულად დაემშვიდობე.
  • დროულად შეცვალე საუბრის თემა, თუ შენიშნავ, რომ თანამოსაუბრეს ნაკლებად აინტერესებს ის, რაზეც შენ საუბრობ.
  • ბევრს ნუ ილაპარაკებ და თავს ნუ მოაბეზრებ სხვას.
  • საუბრისას ნაკლებად გამოიყენე ჟესტები. აზრის გამოხატვა ხელების ქნევის გარეშეც შეიძლება.
  • ნუ გამოიყენებ საუბრისას სიტყვებს, რომელთა მნიშვნელობა არც შენ გესმის და სავარაუდოდ, არც თანამოსაუბრეს.
  • ნუ გააკრიტიკებ სხვა ადამიანების ჩაცმულობას ან ქცევას. ასე მხოლოდ ჭორიკანები იქცევიან.
  • არასდროს  უთხრა თანამოსაუბრეს „აბა, შენ რა გესმის!“, „შენთან საუბარს აზრი არ აქვს!“. ასე მხოლოდ ცუდად აღზრდილი ადამიანები იქცევიან.

 

buratino