• გაამარტივე მეტყველება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბავშვი ფრუსტრირებულია. მაგალითად, ხელიც დაუქნიე და სიტყვიერადაც უთხარი – „მოდი აქ“, იმის ნაცვლად, რომ უთხრა: -„დედა, გთხოვ, ჩემთან მოდი, ძალიან მინდა, რომ ჩემთან ახლოს იარო, ასე უფრო უსაფრთხოდ იქნები, ვიდრე მანქანის სადგომამდე მივალთ“.
  • ასწავლე ბავშვს გზები, როგორ გაუმკლავდეს უსიამოვნო შეგრძნებებს. მაგალითად, თუ ბავშვი შეწუხებულია ხმების გამო, მიეცი მას საშუალება ყურის საცობები ან ყურსაფარები ატაროს, როდესაც ეს საჭიროა. მნიშნელოვანია დავიცვათ ბალანსი მასტიმულირებელ სოციალურ აქტივობებსა და მშვიდ, არასოცილაურ საათებს შორის. გახსოვდეთ, რომ აუტიზმის მქონე ადამიანები მალე იღლებიან სოცილაური აქტოვობებისაგან. ეცადეთ ადექვატური იყოთ ბავშვის სენსორული მოთხოვნებისადმი, საჭიროების შემთხვევაში მაგრად ჩაეხუტეთ, გამორთეთ შუქი, შესთავაზეთ ქუდი და ა.შ. გახადეთ ეს გამოცდილება ყოველდღიური აქტივობების ნაწილი. ეს დაეხმარება ბავშვს და დაამშვიდებს მის აღგზნებულ ნერვულ სისტემას.
  • თუ ბავშვს კითხვა შეუძლია, გამოიყენე დაწერილი სიტყვები, რათა დაამყარო მასთან კომუნიკაცია სტრესულ სიტუაციებში. მაგალითად,თუ ბავშვი სუპერ-მარკეტშია და ის გაღიზიანდა იმის გამო, რომ ბურბუშელები თავის ჩვეულ ადგილას არ დევს, დაწერე ქაღალდზე: „არაუშავს. მოდი, ვიკითხოთ, იქნებ საწყობში აქვთ. თუ არა, მეორე მაღაზიაში ვიყიდით, როცა აქედან გავალთ.“
  • გამოიყენე ბავშვს დღის განრიგის ვიზუალური და სიტყვიერი სქემა. გამოიყენე ნახატები, დაწერილი სიტყვები, საგნები რათა გააგებინო ბავშვს, თუ რისი ჯერი მოდის ახლა. ბავშვს შეუძლია გადახაზოს ისინი, როდესაც აქტივობა დასრულებულია. კედელზე ჩამოკიდებული დღის განრიგი სიმშვიდისა და დაცულობის განცდის მომანიჭებელია აუტისტი ბავშვებისათვის. ვიზუალური მიმანიშნებლების ძალიან ეფექტურად გამოყენება შეიძლება მაშინაც, როდესაც ბავშვს წინასწარ უნდა აუხსნა, რომ რაღაც ცვლილებაა მოსალოდნელი.
  • გამოიყენე კალენდარი, რათა მოამზადო ბავშვი განსაკუთრებული დღეებისთვის, დღესასწაულებისათვის, მოგზაურობისათვის, არდადეგებისათვის. გამოიყენე ნახატები ან დაწერილი სიტყვები, რომ კარგად ახსნა ამ დღეების არსი. ბავშვს შეუძლია ყოველდღიურად გადახაზოს კალენდარზე წინა დღეები, რათა კარგი ვიზუალური წარმოდგენა შეექმნას იმის შესახებ, თუ რამდენად ახლოსაა მოსალოდნელი დღე.
  • გამოიყენე „ჯერ და მერე“ სტრატეგია. გამოიყენე ნახატები და სიტყვები ბავშვთან კომუნიკაციისას „ჯერ გამოიხეხე კბილები, მერე უყურე მულტ-ფილმს, ჯერ კბილები, მერე მულტ-ფილმი“.
  • გამოიყენე ფრაზა „წესია, რომ ———“, როდესაც ბავშვს ასწავლი რაიმე სოციალურ წესს. აუცილებლად აუხსენი ბავშვს, რატომ უნდა შეასრულოს ეს წესი.
  • მიზანმიმართულად გააკეთებინე ბავშვს კარგი რამ და შემდეგ განსაკუთრებულად დააჯილდობე ამისათვის. ხშირად ეფექტურია ისეთი სიტყვების ჩართვა როგორიცაა „რა ჭკვიანური რამე გააკეთე“. აუტისტი ბავშვები ხშირად ამაყობენ საკუთარი ინტელექტით.

 

  • იყავი თანმიმდევრული. რაც უფრო მშვიდი და თანმიმდევრული იქნები, მით უფრო დაცულად იგრძნობს თავს ბავშვი. ბავშვებს მოსწონთ, როცა იციან „თუ მე ამას გავაკეთებ, ეს მოხდება“. ეს არ ნიშნავს, რომ უნდა იყოთ მეტისმეტად სწორხაზოვანი თქვენს მიერ დაწესებული წესებისა და მოლოდინების მიმართ.

 

  • მიეცი ბავშვს არჩევანის უფლება. მიეცი ბავშვს საშუალება გააკეთოს არჩევანი სურათებისა თუ დაწერილი სიტყვების საშუალებით (შემწვარი ქათამი გინდა თუ ჰამბურგერი, სახლში გირჩევნია თამაში, თუ ეზოში?). თუ ბავშვს უჭირს არჩევანის გაკეთება, დაეხმარე მას აირჩიოს რომელიმე ვარიანტი და მიყევი მის შესრულებას. რამდენიმე ამგვარი დახმარების შემდეგ, სავარაუდოდ, იგი დაიწყებს დამოუკიდებელი არჩევანის გაკეთებას.