misalmeba1

 

მისალმება

                ჩვენ ყოველდღიურად ვხვდებით ნაცნობებსა და მეგობრებს. და რა თქმა უნდა, ვესალმებით მათ. მაგრამ მისალმებასაც თავისი წესები აქვს. თქვენ, როგორ კარგად აღზრდილმა ბავშვმა, ეს უნდა იცოდეთ.

 

  • გახსოვდეთ, რომ პირველად უმცროსი  ესალმება უფროსს. თუმცა კარგად აღზრდილი ადამიი არ ელოდება, რომ მას მიესალმონ და თავად დგამს პირველ ნაბიჯს.
  • თუ კინოთეატრში ან ნებისმიერ ადგილას თვალი მოკარი ნაცნობს, რომელიც სენგან მოშორებითაა, ნუ დაიწყებ ხელების ქნევას ან უყვირილს. მხოლოდ თავი დაუკარი და გაუღიმე – ეს საკმარისი იქნება.
  • როცა შეხვდები მეგობარს, ნუ შეჰყვირებ ხმამაღლა „ამას ვის ვხედავ“! „ რა კარგია, რომ შეგხვდი!“. ეს ყველაფერი შეგიძლია მშვიდად და ხმადაბლა უთხრა.
  • თუ ერთი და იგივე ადამიანი დღის მანძილზე რამდენჯერმე სეგხვდა, ყოველ ჯერზე მიესალმე, ოღონდ სხვადასხვა ფორმით – თავი დაუკარი ან გაუღიმე.