• არ მეტყველებს, ცოტას მეტყველებს, ჩამორჩება მეტყველებაში ან აქვს რთული „დიდივით“ მეტყველება;
  • ექოლალიური მეტყველება, იმეორებს სხვის ნათქვამს;
  • არავერბალური კომუნიკაციის არარსებობა, როგორიცაა ნახატების ჩვენება, ჟესტი ან თუნდაც უფროსისათვის ხელის მოკიდება და სასურველ საგნამდე მიყვანა;
  • ხანდახან ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ არ ესმის ან ვერ იგებს მარტივ ინსტრუქციებს;
  • არ აქვს თვალით კონტაქტი, ან უჭირს თვალით კონტაქტის დამყარება;
  • ვერ თამაშობს თანატოლებთან (არა აქვს ამის სურვილი, ან ვერ იგებს სხვების წარმოსახვითი თამაშის აზრს);
  • სათამაშოებთან უჩვეულოდ თამაშობს (სათამაშოების მუდმივად გამწკრივება ან ტრიალი);
  • მოულოდნელი ხმების გაგონებისას ყურებზე ხელებს იფარებს (ტკივილის ან შიშის მაჩვენებელი);
  • როდესაც ფეხსაცმელები არ აცვია ფეხის წვერებზე დადის;
  • მწვავედ გამოხატული ტანტრუმი, თუ რუტინა დარღვეულია (მაგ. თუ მაღაზიაში სხვა გზით წახვედით);
  • ნაცვალსახელების რევერსია („ შენ ნამცხვარი გინდა“ – ნიშნავს „მე ნამცხარი მინდა“);
  • ვერ იგებს სხვის გრძნობებს (არ აქვს რეაქცია, როდესაც სხვას სტკივა, ან ტირის);