sufrastan

 

როგორ მოვიქცეთ სუფრასთან

 

  • მაგიდაზე იდაყვები არ დააწყო, მხოლოდ ხელის მტევნები.
  • სალათები და კერძები დიდი ლანგრიდან გადმოიღე არა იმ კოვზებით, რომლითაც ჭამ, არამედ იმით, რომელიც ლანგარზე აწყვია.
  •  საჭმლით სავსე კოვზი ან ჩანგალი მიიტანე ოდნავ დახრილ თავთან და არასოდეს არ დაიხარო თეფშისაკენ.
  • საჭმელი დაღეჭე აუცილებლად დახურული ტუჩებით, არ ისაუბრო სავსე პირით და პირი არ აწკლაპუნო.
  • თეფშზე დაიდე იმდენი, რამდენსაც შეჭამ;
  • როდესაც სადილი დამთავდება, დანა ჩანგალი დააწყვე თეფშზე ერთმანეთის პარალელურად მარჯვნივ.
  • ჩანგლით უნდა მიირთვა:
  • კატლეტი, სალათები, ბეფსტროგანოვი, პაშტეტი, ომლეტი, მაკარონი, ბრინჯი, ბოსტნეულის გარნირი, კარტოფილი.
  • დანა-ჩანგლით – შემწვარი კარტოფილი,  ქათამი, შემწვარი ხორცი.
  • კოვზით – ფაფა, ხაჭო, სუპი, პიურე.
  •  პურს ხელით იღებენ, არ ჩაკბიჩო, არამედ მოატეხე ერთი ლუკმა ხელით და ისე ჩაიდე პირში.
  •  ნამცხვარი და სხვა ტკბილეული  ხელში არ აიღო, მას პატარა კოვზით მიირთმევენ.

 

 

 buratino