telefoni

 

სატელეფონო საუბარი

  ისევე როგორც ადამიანების ურთიერთობის სხვა ფორმები, სატელეფონო ურთიერთობაც გარკვეული წესების დაცვას მოითხოვს.

  • ვიდრე ყურმილს აიღებთ და დარეკავთ, დაფიქრდით, ნამდვილად აუცილებელია ეს? ალბათ დაგვეთანმებით, რომ ცუდია, როცა გვიან ღამით ვიღაც მხოლოდ იმიტომ გირეკავთ, რომ რაღაც წვრილმანზე გელაპარაკოთ. სახლში, როგორც წესი, მიღებულია დილის ცხრა საათის შემდეგ და საღამოს ათ საათამდე დარეკვა. თუ საუბარი არაა რაიმე ექსტრემალურ შემთხვევაზე. ან თუ წინასწარ არ შეთანხმდით ადრეულ ან გვიან ზარზე.
  • უხერხული სიტუაცია იქმნება, როცა ადამიანი, რომელიც რეკავს, არ ასახელებს თავის ვინაობას. ის, ვისაც ურეკავენ – იძაბება, რათა გაარკვიოს, თუ ვის ხმას ისმენს.
  • ნუ შეუქმნით პრობლემებს სხვებს და საკუთარ თავს. დარეკვისთანავე მიესალმეთ და დაასახელეთ თქვენი ვინაობა. მით უმეტეს, თუ თქვენი ნაცნობის ოჯახის წევრებს ჯერ არ იცნობთ.
  • თუ ადამიანი, ვისაც ურეკავთ, შინ არ დაგხვდათ, დაიბარეთ თქვენი ვინაობა, დარეკვის მიზეზი და თქვენი კოორდინატები.
  •     არსებობს წესი, რომლის შესახებაც ხშირად ბევრი ივიწყებს. თუ საუბრის დროს კავშირი გაწყდა, განმეორებით რეკავს  ის, ვინც პირველად დარეკა. წინააღმდეგ შემთხვევაში ორივე მხარე დიდხანს და უშედეგოდ ეცდება ერთმანეთთან დაკავშირებას.
  • შეგახსენებთ იმასაც, რომ სატელეფონო საუბარი საქმიანი, მოკლე და ლაკონიური უნდა იყოს. ტელეფონით არ უნდა ყვებოდეთ ანეკდოტებს, არ უნდა განიხილავდეთ კაბის ფასონს ან უბრალოდ ჭორობდეთ. ტელეფონის დაკავება ასეთი წვრილმანების გამო არ ღირს, მით უმეტეს, რომ შეიძლება ასეთ დროს ვინმე უფრო მნიშვნელოვან  საქმეზე გირეკავს და ვერ ახერხებს თქვენთან დაკავშირებას.
  • მიეჩვიეთ, რომ ტელეფონის აპარატთან მუდამ იყოს ფანქარი და ქაღალდი. ასეთ შემთხვევაში თქვენ აღარ ალოდინებთ თანამოსაუბრეს, რათა ჩაიწეროთ რაიმე ინფორმაცია ან ტელეფონის ნომერი. არც თქვენ აღარ მოგიხდებათ ფანქრის საძებნელად სირბილი.
  •  თუ თქვენ გიპასუხათ ავტომოპასუხემ:
  • მხოლოდ ცუდად აღზრდილი ადამიანები კიდებენ ყურმილს, როდესაც ავტომოსაუხის ხმას გაიგონებენ. თქვენ ხომ რაღაცისათვის რეკავდით? თქვენ გიპასუხეს, ესე იგი უნდა დატოვოთ შეტყობინება.
  • უნდა გახსოვდეთ რამდენიმე წესი, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ სამსახურეობრივი ტელეფონის გამოყნებისას არ  – ყოვლად დაუშვებელია  სამსახურეობრივი ტელეფონით ხანგრძილივი საუბრები, მით უმეტეს თანამშრომლების თანდასწრებით, რომლებიც სულაც არ არიან ვალდებული, თქვენი პირადი საქმეების კურსში იყვნენ. თანაც ეს მათ ხელს უშლის მუშაობაში. თუ ზარზე უპასუხეთ თქვენ, მაგრამ თქვენსთანამშომელს ურეკავენ, აუცილებელი არაა, იკითხოთ, ვინ ან რისთვის რეკავს. თქვენ მხოლოდ უნდა გადასცეთ ყურმილი მას, ვისაც ურეკავენ.
  • სხვა საქმეა, როცა ის ადგილზე არ იმყოფება. მაშინ შეგიძლიათ დააზუსტოთ,  რა უნდა გადასცეთ თქვენს კოლეგას.
  • თუ ტელეფონზე ქალი და მამაკაცი საუბრობენ, საუბარს ამთავრებს ქალი.

 

 buratino