gacnoba

 

გაცნობა, წარდგენა

          ყოველ ჩვენთაგანს ბევრი ნაცნობი და მეგობარი ჰყავს. მაგრამ   თავდაპივრელად  საჭიროა მათი გაცნობა. როგორ ფიქრობთ, ყოველთვის სწორად აკეთებთ ამას? საზოგადოდ მიღებული წესები, რომლის გათვალისწინებაც აუცილებელია გაცნობის დროს, ერთნაირია და საერთოა ყველასთვის.

  • თუ თქვენ ქუჩაში თანმხლებთან ერთად მიდიხართ და ნაცნობი შეგხვდათ, მოკლე საუბრის ან უბრალოდ მისალმების შემთხვევაში ვალდებული არ ხართ, ისინი ერთმანეთს წარუდგინოთ. სხვა საქმეა, როდესაც საუბარი გაგიგრძელდებათ და თქვენი თანამგზავრი უხერხულად გრძნობს თავს. ასეთ შემთხვევაში ან სწრაფად უნდა დაამთავროთ საუბარი, ან ისინი ერთმანეთს წარუდგინოთ და სამთავემ ერთად გააგრძელოთ საუბარი.
  • თუ სტუმარი გყავთ და ამ დროს ოთახში მეორე სტუმარი შემოდის,  ისინი კი ერთმანეთს არ იცნობენ,  ეცადეთ, რაც შეიძლება სწრაფად გააცნოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში მოსული სტუმარი იფიქრებს, რომ ხელი შეუშალა თქვენს საუბარს დ წასვლას მოინდომებს. თავდაპირველად მიმართეთ უფროსს და წარუდგინეთ უმცროსი, ხოლო შემდეგ უმცროსს გააცანით უფროსი სტუმარი. ამით მათ საქმის კურსში ჩააყენებთ, როგორც უნდა მოექცნენ ერთმანეთს.
  • როგოც წესი, ყველაზე ხშირად წარდგენისას გამოიყენება ფრაზა -«ნება მიბოძეთ გაგაცნოთ», ან უბრალოდ «გაიცანით».
  • ზოგიერთი, თუ კარგად ვერ გაიგონებს სახელს, უხერხულობს შეკითხვის დასმას. ამაში არაფერია საუხერხულო. უფრო ცუდია ის, თუ ადამიანი უკვე გაგაცნეს, თქვენ კი მისი სახელი შეგეშლებათ.
  • თუ თქვენს თავს ვინმეს აცნობენ, ადექით და ეცადეთ ახალ ნაცნობს თვალებში შეხედოთ. ასეთ დროს მხოლოდ ქალებს ან ავადმყოფებს შეუძლიათ ჯდომა.
  • ხშირად გაცნობისას ორივე მხარე ამბობს – «მოხარული ვარ, რომ გაგიცანით». ეს შეცდომაა. ეს ფრაზა შეუძლია წარმოთქვას მხოლოდ მან,  ვისაც წარუდგენენ.

 

 

 

 buratino