msmeneli

 

 

თავაზიანი მსმენელი

 

  • თუ ვინმე მოგმართავს შენ და ამ დროს დაკავებული ხარ, თავი დაანებე ყველა საქმეს და თანამოსაუბრეს შეხედე. გამოხატე საუბარში მონაწილეობის მზადყოფნა;
  •  ბოლომდე უსმინე ყურადღებით. არ გააწყვეტინო საუბარი, არ უკარნახო თანამოსაუბრეს სიტყვები და არ დაასრულო მის მაგივრად ფრაზა. არ მისცე საუბრისას შენიშვნები. გაითვალისწინე, რომ ხანდახან ადამიანს უბრალოდ სურს თავისი პრობლემების შესახებ ვინმესთვის გაზიარება.
  •  თუ საუბარში რამდენიმე ადამიანი მონაწილეობს, ნუ  მოახდენ რეაგირებას იმ სიტყვებზე, რომელიც შენს მიმართ არაა გამოთქმული.
  • შენი თანდასწრებით უტაქტობას ჰქონდა ადგილი, ლაპარაკობდნენ მკვეთრად და გაღიზიანებით. ეცადე, შეწყვიტო საუბარი, მაგრამ არ გამოიწვიო კონფლიქტი.
  •  დასცინიან და ამცირებენ სხვას? შეცვალე საუბრის თემა.
  • ეცადე მოუსმინო თანამოსაუბრეს ყურადღებით და თანაგრნობით და სანაცვლოდ აუცილებლად კეთილგანწყობას მიიღებ.

 

 buratino