საახალწლო კერძები

 

შობა-ახალი წელი ყველა ბავშვის უსაყვარლესი დღესასწაულია. ან როგორ არ იქნება, როცა ამ დღეს ყველა სურვილი და ოცნება უსრულდებათ, იღებენ უამრავ საჩუქარს, სუფრა კი სავსეა ათასგვარი ნუგბარითა და ტკბილეულით.
ალბათ იცით, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში შობა-ახალი წლის დღესასწაულს სხვადასხვაგვარად ხვდებიან. ყველა ქვეყანას თავისი ტრადიციები და წეს-ჩვეულებები აქვთ. განსხვავებულია სადღსასწაულო სუფრა და კერძებიც.
გაინტერესებთ, როგორ ამზადებენ სხვა ქვეყნებში უგემრიელეს დესერტს? ან როგორ ხვდებიან იქაური ბავშვები ახალ წელს?
ამის შესახებ თქვენივე თანატოლები გიამბობენ და რაც მთავარია, გასწავლიან გემრიელი ნაცხვრების და სხვა ტკბილეულის მომზადებას საახალწლო სუფრისათვის. იმედია, უფროსების დახმარებით თქვენც შეძლებთ, მოამზადოთ და დააგემოვნოთ ეს ტკბილეული.
წარმატებას გისურვებთ!

  საშობაო დესერტი “ხაშხაში”

 

kuba

კუბა ბელენინიკი 
პოლონეთი

     მე ვარ კუბა ბელენინიკი პოლონეთიდან.  ვცხოვრობ ვარშავაში და ვსწავლობ მე-5  კლასში.

 ყველა დღესასწაულზე მეტად ახალი წელი  და შობა მიყვარს. პოლონეთში ახალ წელს  წმინდა სილვესტრეს დღეს ვეძახით.  არსებობს ლეგენდა, რომ მან საშინელი    ურჩხული დაამარცხა.
ახალი წლის ღამეს ვარშავის ცენტში ბევრი  ადამიანი იკრიბება და მხიარულობს. მე კი  ჩემს ოჯახში, მშობლებთან და ჩემს ძმასთან ერთად მირჩვენია ახალი წლის შეხვედრა, უფრო მყუდროდ. ერთად კარგად ვმხიარულობთ.
საახლწლო სუფრაზე პოლონეთში აუცილებლად უნდა იყოს 12 სახეობის კერძი (ანუ იმდენი, რამდენიც თვეა წელიწადში და რამდენი მოციქულიცაა). მთავარ კერძად ითვლება კარპი. კიდევ – კომბოსტოს ღვეზელი, ხაშხაშიანი ბურთულები, წიწიბურას ფაფა, წითელი ბორში და სხვა. პოლონეთში საშობაო სუფრა სამარხოა და ამიტომ სუფრაზეც მხოლოდ სამარხო კერძებია. ჩემი საყვარელი საშობაო კერძია წიწიბურას ფაფა და დესერტი.
მსურს, ჩემს ქართველ თანატოლებს საშობაო დესერტის გაკეთება ვასწავლო, რომელსაც პოლონეთში ვამზადებთ და რომელიც ძალიან გემრიელია. რეცეპტის დაწერაში, რა თქმა უნდა დედა დამეხმარა.

საშობაო დესერტი “ხაშხაში” 385083

საჭირო ინგრედიენტები:
500 გრ. ხაშხაში;
100 გრ კარაქი;
1 ჭიქა თაფლი;
100 გრ დარჩეული კაკალი,
50 გრ ნუში;
200გრ ქიშმიში;
100 გრ გარგარის ჩირი;
100 გრ ქლიავის ჩირი;
100 გრ მოხალული ფორთოხლის ქერქი შაქრის ფხვნილთან ერთად;
1 ცალი ლიმონის წვენი;
ერთი ცალი ფორთოხლის გახეხილი კანი;

მომზადება:

ხაშხაშის თესლი ჩავყაროთ დიდ ქვაბში, დავასხათ ცხელი წყალი ისე, რომ ფარავდეს მას და ვადუღოთ 30 წუთის მანძილზე. თან ვურიოთ. შემდეგ გადავწუროთ და საწურზე გავაჩეროთ 15-30 წუთი. კარგად რომ დაიწურება, ამის შემდეგ გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში ორჯერ.
ქიშმიში წინასწარ 10 წუთით გავაჩეროთ ცხელ წყალში და დავჭრათ. ასევე დავჭრათ კაკალი, გარგარის და ქლიავის ჩირიც. ავურიოთ მოხალულ ფორთოხლის კანთან.
კარქთან ერთად გავადნოთ თაფლი, თან დავამატოთ დანარჩენი მასა (ხაშხაშის გარეშე). ერთად შევათბოთ კიდევ 1-2 წუთის განმავლობაში. ამის შემდეგ შევურიოთ ხაშხაშიან მასას მთლიანად და მოვასხუროთ ლიმონის წვენი. შეიძლება ფორთოხლის ლიქიორიც.
შევინახოთ მაცივარში. სუფრაზე მიტანის დროს უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის.
გემრიელად მიირთვით!

———————————————————————————————————————————————————————

 „ტირამისუ“

 

Dante Leonardo Napoli1

დანტე ლეონატო ნაპოლი
იტალია

   გამარჯობა. მე დანტე ლეონარდო ნაპოლი  ვარ. ვცხოვრობ იტალიაში, რომში. ახალ  წელს იტალიაში ძველი ნივთების გარეშე  შეხვდე. ამიტომ ის რაც მოძველებულია, იტალილები ფანჯრებიდან ყრიან და ახალს ყიდულობენ.

საშობაო განწყობა იტალიაში 8 დეკემბრიდან იგრძნობა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სადღესასწულო დღეებია 24 და 25 დეკემბერი. შობამდე მკაცრი მარხვაა გამოცხადებული. 24 დეკემბერს რომში მდებარე წმინდა ანგელოზის ციხე-სიმაგრიდან ქვემეხის გასროლა ისმის, რაც მარხვის დასრულებას და შობის დღესასწაულის დადგომას გვაუწყებს. იტალიის კველა რეგიონში ტარდება წირვა. წირვის შემდეგ ხალხი შინ ბრუნდება და საშობაო სუფრას მიუსხდება.
საშობაო სადილისთვის იტალიურ ოჯახში შვიდი სახეობის კერძი უნდა უნდა იყოს მომზადებული. სხვადასხვა სალათა და რაც მთავარია, აუცილებელი კერძი – ბაკალაუ. რაც შეეხება ტკილეულს, სხვადასხვა რეგიონში საშობაო სუფრას სხვადასხვა ტკბილეული ამშვენებს. მაგალითად რომში სუფრაზე აუცილებლად უნდა იყოს ტირამისუ.
სადილის მერე იწყება საჩუქრების განაწილება. თუმცა საჩუქარი ყველას არ ხვდება, რადგან ყუთში საჩუქარი იმაზე ნაკლებია, ვიდრე სუფრის წევრების რაოდენობა. ხდება ლატარეასავით თამაშდება და ვისაც გაუმართლებს, იმას შეხვდება. ამის შემდეგ იწყება ტომბოლას ანუ კარტის თამაში.
საჩუქრები ბავშვებისთვის 6 იანვარს კეთილ ფერიას, ბეფანას მოაქვს. ის ცოცხზე შემომჯდარი დაფრინავს, ოქროს გასაღებით არებს კარს და საწოლთან აწყობს საჩუქრებს. რა თქმა უნდა, მხოლოდ იმ ბავშებს აჯილდოვებს, რომლებიც წლის განმავლობაში კარგად იქცეოდნენ.
მსურს ჩემს ქართველ თანატოლებს ვასწავლო უგემრიელესი ტირამისუს დამზადება.

ტირამისუ tiramisu

საჭირო მასალა:
5 კვერცხი,
100 გრ. კარაკი,
500 გ მასკარპონე (იტალიური ყველი), 

250 გ ბისკვიტი,

100 გ ამარეტო,
250 მლ. ესპრესსო (ყავა),
კაკაო.

მომზადება:

მოხარშეთ ყავა და გააცივეთ. დუმატეთ ამარეტო. დაუმატეთ კვერცხის გულითა და შაქრით მომზადებული გოგლი-მოგლი. ათქვეფილ ცილას დაუმატეთ მასკარპონე. ყავაში ჩადეთ ბისკვიტი ისე, რომ მხოლოდ ერთი მხარე დალბეს, შემდეგ გადმოაბრუნეთ და მშრალი მხარით დადეთ ფიალაზე ან ბრტყელ ფორმაზე. როცა ჭურჭლის ფსკერი ბისკვიტით დაიფარება, უნდა წაესვას მასკარპონეს კრემი. ასე განმეორდება რამდენიმე ფენა. Bბოლო ფენა მასკაპონეს კრემით. სულ ბოლოს კი ზემოდან კაკაო მოაფრქვიეთ და 4 საათით მაცივარში შედგით.
იმედია, მოგეწონებათ.

-——————————————————————————————————————————————————————-

               „კაიზერშმარნი“

 

MARSEL

მარსელ შიმანსკი
ავსტრია

მე მარსელ შიმანსკი ვარ, ავსტრიიდან. ვცხოვრობ ვენაში და ვსწავლობ მე-6 კლასში.  ახალ წელს ყოველთვის ჩემს ოჯახთან  ერთად ვხვდები.

ჩვენს ქვეყანაში ბევრი საახალწლო ტრადიცია არსებობს. მაგალითად _ ახალი წლის ღამეს წყალში ასხამენ გამდნარ კალას. კალა ცივდება და სხვადასხვა ფორმას იღებს. ამბობენ, რომ თუ ის მზის ფორმას მიიღებს, კარგი წელი დგება. თუ მოხუცი ქალის ფორმას _ ცუდი. სასიამოვნო ტრადიციაა ვენის კარნავალებზე დასწრებაც. თუ ძველად ახალი წლის ღამეს ბუხრის მწმენდავს შეხვდებოდი, ეს ბედნიერბის ნიშანი იყო.
ახალი წლის ღამეს ხალხი წმინდა სტეფანეს ეკლესიის ზარებს უსმენს. შემდეგ კი სადღესასწაულო სუფრას მიუსხდებიან. ჩვენს ოჯახში საახალწლო სუფრა სავსეა უამრავი კერძით და ტკბილეულით. ავსტრიელების სუფრას ხშირად ტრადიციული ავსტრული დესერტი “კაიზერშმარნი” ამშვენებს. ამ კერძის შესახებ არსებობს ლეგენდა, თითქოს მზარეულს ბლინი დაეხა, ზედ შაქარი დაებნა, მაგრამ გაბედა და მაინც მიართვა ავსტრიის კაიზერს ფრანც-იოსებს, რომელსაც ძალიან მოეწონა დესერტი.
არ ვიცი, მართლა ასე მოხდა თუ არა, მაგრამ დესერტი მართლაც ძალიან გემრიელია. თუ მოამზადებთ, ამაში დარწმუნდებით.

კაიზერშმარნი

საჭირო მასალა:download

4 ც. კვერცხი;
1 ჭ. Fქვილი;
1 ჭ. რძე;
1 სად. კ. შაქარი;
2 სად. კ. ქიშმიში;
1 სად. კ. შაქრის პუდრი;
2 სად. კ. არაჯანი ან ნაღები;
ცოტა მარილი;
კარაქი;

მომზადება:


დავალბოთ ქიშმიში სიროფში და გავაჩეროთ 30 წუთი. Kკვერცხის გული ავთქვიფოთ შაქართან, მარილთან და რძესთან ერთად. ჩავაყაროთ ფქვილი და მოვზილოთ ცომი. ამას დავამატოთ არაჟანი ან ნაღები. ცალკე ავთქვიფოთ კვერცხის ცილა და შევურიოთ ცომს. ტაფაზე გავადნოთ კარაქი და დავასხათ ცომი თხელ ფენად. მასზე კი დავაწყოთ ქიშმიში. ერთი მხარე რომ შეიბრაწება, ფრთხილად გადმოვაბრუნოთ და მეორე მხარეც შევწვათ. შემდეგ ორი ჩანგლით არათანაბარ ნაჭრებად დავაქუცმაცოთ (არ დაჭრათ). 30-40 წმ-ის მანძილზე კიდევ შევბრაწოთ. დავწყოთ თეფშზე და მოვაყაროთ შაქრის პუდრი. კაიზერშმარნი სუფრასთან ხილის პიურესთან, ნაყინთან ან ათქვეფილ ნაღებთან ერთად მიაქვთ.

 ——————————————————————————————————————————————————————–

“ალადები ვაშლით”

getImage (1)

კარინა ნადტოჩაევა
ბელორუსია

გამარჯობა. მე კარინა ვარ. ვცხოვრობ  ბელორუსიაში, გომელის ოლქის ქალაქ  ჟლობინში. ვსწავლობ ქალაქის მე-9 სკოლის მე-5 კლასში.

ძალიან მიყვარს ახალი წელი. დარწმუნებული ვარ, ჩემს ქართველ თანატოლებსაც ეს დღესასწაული ყველაზე მეტად უყვართ.
შობის ღამეს ხალხი ქუჩებში დასეირნობს, ძველ ბელორუსიულ ტრადიციებს იხსენებს, იცმევენ სხვადასხვა კოსტიუმს და მღერიან ხალხურ სიმღერებს _ კალიადკებს.
ჩვენს ოჯახში ახალი წლის დადგომამდე ცოტა ხნით ადრე ვრთავთ ნაძვის ხეს. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეა, ვინაიდან სწორედ ამ ნაძვის ხის ქვეშ აწყობს თოვლის ბაბუა საჩუქრებს. როცა 12 საათი დარეკავს, მთელი ოჯახი მივუსხდებით სადღესასწაულო სუფრას. დედა უგემრიელეს კერძებს ამზადებს – მოთუშულ ქათამს, ქაშაყს ბოსტნეულით და რა თქმა უნდა, ჩემს საყვარელ სალათს სახელწოდებით “პრაღა”. ტკბილეული და ნამცხვრებიც უხვად ამშვენებს სუფრას. თუმცა მე ყველაფერს მაინც ბელორუსიული ალადები მომწონს. დღეს მე გასწავლით, როგორ დაამზადოთ ალადები ვაშლით. ეს ძალიან იოლია. შეგიძლიათ მომზადებაში უფროსებიც დაიხმაროთ.

“ალადები ვაშლით”

საჭირო მასალა:
images (1)

60 გრ. ფქვილი,
30 გრ. ვაშლი;
1 კვერცხი;
70 მლ. რძე;
4 გრ. შაქარი;
საფუარი;
100 გრ. კარაქი;
მარილი;

მომზადება:

თბილ წყალში ან რძეში გახსენით შქარი, მარილი, საფუარი, დაამატეთ ფქვილი და კვერცხი. მოზილეთ ცომი და 3-4 საათი დადგით თბილად შეფუთული.
ვაშლი გათალეთ და დაჭერით პატარა კუბიკებად. როცა ცომი გაფუვდება, პატარ-პატარა გუნდები გააბრტყელეთ და შიგ ვაშლის ნაჭრები გაახვიეთ. შემდეგ კი ტაფაზე გაადნეთ კარაქი და ცომიანი ვაშლი ორივე მხრიდან შეწვით. დამერწმუნეთ, ძალიან მოგეწონებათ.
გემრეილად მიირთვით.

———————————————————————————————————————————————————————

  შაქარბურა

 

123

ნარმინი მუსტაფა
აზერბაიჯანი

 მე ნარმინი მქვია. ვცხოვრობ აზერბაიჯანის  დედქალაქ ბაქოში და ვსწავლობ საბუნცუ  რაიონის 96 სკოლის მე-2 კლასში. ძალიან მიყვარს კითხვა და ხატვა. აგრეთვე მუსიკის მოსმენა. ჩემი საყვარელი მწერლებია ნარზიმ გენძეევი და მარკ ტვენი.

ახალი წელი ჩემი საყვარელი დღესასწაულია. საახალწლოდ მზადებას 30 დეკემბრიდან ვიწყებთ, ვრთავთ ნაძვის ხეს, სახლს გირლიანდებით ვალამაზებთ, დედა საახალწლოდ ჩვენს ეროვნულ კერძს, ფლავს ამზადებს. საახალწლო სუფრას ტოლმა, ქათამი და ცხვრის ხორცისგან მომზადებული კერძი _ ფიდი ამშვენებს.
დედა ტკბილეულსაც აკეთებს _ ფახლავას, შაქარბურას და ბადამბურას. ახალი წლის ღამეს მთელი ოჯახი ერთად ვიკრიბებით, ბებია და ბაბუა სტუმრად მოდიან და ყველანი ერთად ვხდებით ახალი წლის მობრძანებას.
მინდა ჩემს ქართველ თანატოლებს ვუამბო, როგორ მზადდება შაქარბუა, უგემრიელესი ნიგვზიანი ნამცხვარი. დაამზადეთ დედასთან ერთად. იმედია, მოგეწონებათ.

შაქარბურა 4_2626

 საჭირო მასალა:

300 გრ. ფქვილი;
75 გრ. კარაქი;
0,5 ჭ. თბილი რძე;
1 კვერცხი;
10 გრ. საფუარი;
კარდემონი;
ვანილი;
ნიგოზი;

მომზადება:

კვერცხის გული ავურიოთ კარაქში. ცილა კი ავთქვიფოთ. ორივე ნაწილი შევურიოთ ერთმანეთს. თბილ რძეში გავხსნათ საფუარი და ჩავასხათ კარაქისა და კვერცხის ნარევში. ნელ-ნელა ჩავუმატოთ ფქვილი, მოვზილოთ ცომი და საათნახევარი გავაჩეროთ. როცა გაფუვდება, გავაბრტყელოთ 2 მმ. თხელ ფენად და ჭიქით მრგვალი ფორმები ამოვჭრათ.
შიგთავსი: ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ ნიგოზი, დაუმატეთ ცოტა შაქარი, ცოტა მიხაკი (თუ გიყვართ).
შემდეგ ამოჭრილ ცომში ჩადეთ ნიგოზი და ისე შეკარით, რომ პატარა კვერცხის ფორმის გუნდა გამოვიდეს. ცოტა ხნით სუსტ ცეცხლზე შეაშრეთ, შემდეგ კი შედგით ჰაერღუმელში და გამოაცვხეთ.
შაქარბურა ძალიან გემრიელია. იმედია, მოგეწონებათ.

——————————————————————————————————————————————————————–       

“ბრაუნი”

20121008_151214

სტეფან შკედა
აშშ

მე სტეფან შკედა ვარ, ვაშინგტონიდან.  ვსწავლობ მე-2 კლასში.

ქალქის ცენტრში უზარმაზარ ნაძვის ხეს დგამენ. ქუჩები ფერადი ნათურებითაა გაჩახჩახებული. ყველაფერს საზეიმო ელფერი დაკრავს. სადღესასწაულო სუფრას ამერიკულ ოჯახში აუცილებლად ამშვენებს შემწვარი ინდაური. ჩვენი ოჯახიც არაა გამონაკლისი.
ახალი წლის დადგომას მე და ჩემი ძმა მოუთმენლად ველით. პირველ რიგში, ვწერთ წერილს სანტას, ვუყვებით, როგორ ვიქცეოდით მთელი წლის მანძილზე. ნაძვის ხეს მთელი ოჯახი ერთად ვრთავთ, ნაძვის ხის ქვეშ კი სანტასთვის ლამაზი ლანგრით ვაწყობთ ტკბილეულს და ჩემს საყვარელ შოკოლადის ნამცხვარს _ ბრაუნს. ღამით სანტა მოდის, მიირთმევს ტკბილეულს და საჩუქრებს გვიწყობს. როგორც ჩანს, მასაც ძალიან მოსწონს ნამცხვარი, რომლის მომზადებასაც ახლა გასწავლით.

შოკოლადის ნამცხვარი “ბრაუნი”999627499c

საჭირო მასალა:
120 გრ. შავი შოკოლადი;
110 გრ. კარაქი;
1 ჭ ფქვილი;
4 კვერცხი;
1,5 ჭ. შაქარი;

მომზადება:

გაადნეთ შავი შოკოლადის ფილა კარაქთან ერთად და გააგრილეთ ოთახის ტემპერატურამდე. კვერცხით და შაქრით გააკეთეთ გოგლი-მოგლი და დაამატეთ ფქვილი. შეურიეთ გაგრილებულ შოკოლადის მასას, კარგად აურიეთ და დაუმატეთ დაჭრილი კაკალი.
ცომი ჩაასხით ფორმაში და შედგით გახურებულ ჰაერღუმელში და დატოვეთ 25-30 წუთის მანძილზე. როცა გამოცხვება, გააცივეთ და დაჭერით პატარა ნაჭრებად.
გემრიელად მიირთვით!