3 copy

   აუტიზმი ნევროლოგიური დარღვევაა, რომელიც 500-იდან 1 ბავშვს აღენიშნება. ბავშვები ან იბადებიან აუტიზმით, ან სიცოცხლის პირველ წლებში უვითარდებათ. აუტიზმის მიზეზი დადგენილი არ არის და ჯერ-ჯერობით არ იკურნება. თუმცა აუტიზმის მქონე ბავშვის დასახმარებლად ბევრი სხვადასხვა სტრატეგია და მკურნალობა შეიძლება იყოს გამოყენებული.

აუტიზმის მქონე ადამიანის ტვინი მიღებულ ინფორმაციას სხვაგვარად ამუშავებს და ამ ინფორმაციაზე სხვაგვარად რეაგირებს. ჩვეულებრივ აუტიზმის მქონე ადამიანის ტვინი სხვაგვარად ამუშავებს შეგრძნებებით (მხედველობა, გემო, ყნოსვა,შეხება, სმენა) მიღებულ ინფორმაციას. თითოეული ეს შეგრძნება შესაძლოა იყოს ჰიპერ-სენსიტიური (ზედმეტად მგრძნობიარე) ან ჰიპო-სენსიტიური (ნაკლებად მგრძნობიარე) და შეგრძნების ხარისხი შეიძლება იცვლებოდეს დღიდან დღემდე ან დღის განმავლობაში. როგორც ჩანს, ტვინსა და გრძნობის ორგანოებს შორის კავშირი არასრულყოფილია და ის ხან მუშაობს, ხან არა.

 ზემოთ ჩამოთვლილი შეგრძნების არხები ყველაზე ცნობილია,მაგრამ ადამიანს ხუთზე მეტი შეგრძნება აქვს. კიდევ ორი არხი, რომელზეც აუტიზმი მოქმედებს ეს არის ვესტიბულარული შეგრძნება და პროპრიოცეფცია. ვესტიბულარული შეგრძნება სხეულის მიერ მოძრაობის შეგრძნებაა, ხოლო პროპრიოცენტული სხეულის მიერ სივრცეში მდებარეობის აღქმაა ამ შეგრძნებათა ცვალებადობის ეფექტი, ალბათ ბევრ ადამიანს უგრძვნია ძლიერი ტკივილგანაყუჩებლის ზემოქმედების ან ნარკოზიდან გამოსვლის დროს. ალბათ, ძნელი წარმოსადგენია, რომ ამგვარი შეგრძნებები სულ გქონდეს! მეტი ინფორმაციის მოპოვება ამის შესახებ შესაძლებელია თუ გაეცნობით ლიტერატურას სენსორული დისფუნქციების შესახებ.

 აუტიზმს სპექტრულ დარღვევას უწოდებენ, რადგან ხარისხი, რომლითაც აუტიზმი ადამიანზე ზემოქმედებს ძალიან განსხვავებულია. ორი აუტიზმის მქონე ადამიანის მახასიათებლები შესაძლებელია სრულიად განსხვავებული იყოს. სპექტრი ვარირებს ბავშვებიდან, რომლებიც საერთოდა არ ლაპარაკობენ და ტოვებენ შთაბეჭდილებას, რომ სრულიად ჩაკეტილები არიან, საკმაოდ კარგად განვითარებულ ბავშვებამდე, რომლებიც კარგად მეტყველებენ და შეუძლიან თავიანთ თანატოლებთან ურთიერთობა. კარგად განვითარებულ აუტისტ ბავშვებთან მიმართებაში იყენებენ ტერმინს ასპერგერის სინდრომი. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ აუტიზმის მქონე ყველა ბავშვი განსაკუთრებულია. შეიძლება ერთ ბავშვს აუტიზმისათვის დამახასიათებელი ყველა ნიშანი ქონდეს, მეორეს კი მხოლოდ რამდენიმე. აუტიზმის მქონე ბავშვები, ისევე როგორვ ყველა დანარჩენი, ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისაგან.